გაუპატიურების საქმეზე შეცვლილი ჩვენება და გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ბრალდებული - "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, სადაც ბრალდებულის და დაზარალებულის შეხვედრაა ასახული.
ვიდეო სასამრთლო სხდომის დასრულების შემდეგ არის გადაღებული, მაშინ, როდესაც მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცი, 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დაზარალებული არასრულწოვნის ჩვენების საფუძველზე მიიღო.
17 წლის გოგონამ თავდაპირველი ჩვენება, გაუპატიურებასთან დაკავშირებით, შეცვალა და სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მასზე არ უძალადიათ.
8 თვის შემდეგ მომხდარს გაუგებრობას უწოდებს არასრულწლოვნის დედა, "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ქალი ყვება, რომ ბრალდებულს კარგად იცნობს და სასმართლოს გადაწყვეტილებაც მისთვის მისაღებია.