19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალის მინები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები დაამტვრიეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის მინები ჩაამსხვრიეს, ასევე დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატები  და ბანკის შესასვლელი კარი სავარაუდოდ, უცნობმა პირმა განზრახ დააზიანა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დღის ამბები