20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ღაზის სექტორში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 228-მდე გაიზარდა, მათგან 64 ბავშვია

228-მდე გაიზარდა ღაზის სექტორში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათგან 64 ბავშვია. ისრაელის განცხადებით, პალესტინურ მხარეს დაღუპულთა შორის 150 სამხედროა. ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა დღეებთან შედარებით ისრაელმა ღაზაში გასული დღე-ღამეს ნაკლები რაკეტა გაისროლა. ამ ეტაპზე ისრაელის თავდაცვის ძალები "ჰამასის" მეთაურების სამხედრო ინფრასტრუქტურას უტევენ, განადგურებულია იარაღის საწყობები.

გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის ისრაელის რამდენიმე ქალაქში. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვითარების მნიშვნელოვან დეესკალაციას მოელის.

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას უახლოეს დღეებში ვარაუდობს "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერიც. ნეთანიაჰუ კი ამბობს, რომ ღაზაზე იერიშები იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი მიზანს არ მიაღწევს. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების შესახებ ახალ რეზოლუციაზე მუშაობს საფრანგეთი ეგვიპტესა და იორდანიასთან ერთად. დღესვე იგეგმება გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია.

 

 

დღის ამბები