19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
"жизнь ворам" - მანდატურის სამსახურის უფროსისთვის დახვედრებული წარწერის გამო 51-ე სკოლაში საგანგებო თათბირი გაიმართა

51-ე საჯარო სკოლაში ქურდულ სამყაროსთან ასოცირებული რუსული წარწერის გამო "კურიერის" ინფორმაციით, სასწავლებელში დღის ბოლოს საგანგებო თათბირი გაიმართა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარი არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

"ქურდებს სიცოცხლე - жизнь ворам" - რუსულ ენაზე გაკეთებული ეს წარწერა მანდატურის სამსახურის უფროსს სკოლაში გუშინ დახვდა.

განათლების სამინისტროს მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებშიც მანდატურის სამსახურის უფროსის სკოლაში ვიზიტია აღბეჭდილი, ქურდული სამყაროს ცნობილი ფრაზა შემთხვევით გაიპარა.

ფაქტზე კომენტარი ამ დრომდე არც სკოლაში და არც მანდატურის სამსახურში არ გაკეთებულა.

დღის ამბები