02 სექტემბერი 2026,   22:22
ვრცლად
"გადაწყვეტილი აქვთ, როგორმე დასაჯონ ეს ხალხი" - "ბორჯომის" თანამშრომლები გაფიცვას მეოთხე დღეა განაგრძობენ

კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. პროტესტის მეოთხე დღეს მოთხოვნები უცვლელია - ანაზღაურების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. კომპანიის 350-მდე გაფიცული თანამშრომელი აქციას ამ წუთებშიც მართავს.

გაფიცულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს  მხოლოდ პროფკავშირების ჩართულობით დათანხმდებიან.

"დასაქმებულების მხრიდან მზაობა არის შეხვედრის, თუმცა ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. ადმინისტრაცია ამდენი ხანია აჩერებს უკვე ამ ქარხანას. მეოთხე დღეა გაჩერებულია ეს ქარხანა, არ ფუნქციონირებს და ის თანხები, რასაც ეს ქარხანა გამოიმუშავებს, რომ მიემართათ დასაქმებულთა ხელფასებისთვის, დამიჯერეთ, 1 წლის კი არა, 2 და 3 წლის ხელფასებს გაისტუმრებდნენ, თუმცა გადაწყვეტილი აქვთ როგორმე დასაჯონ ეს ხალხი," - განაცხადა საქართველოს აგრარულ მეურნეობის ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.

დღის ამბები