02 სექტემბერი 2026,   16:27
ვრცლად
"მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი" - მოსამართლე ქეთი მესხიშვილი

მოსამართლე ქეთი მესხიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

"ვფიქრობ, როცა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული დღეს, რა სამართლებრივი განვითარება ექნება ქვეყანას ხვალ, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება, თუნდაც კანონის მოთხოვნის ფარგლებში, ახლა, ამ ვითარებაში, ძალიან არ არის მიზანშეწონილი. გარემოებათა მიზანშეწონილობის გათვალისწინება კი ყველა კანონის ნაგულისხმევი პირობაა," - წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას ითხოვენ. მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლე წევრების არჩევა ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და სპობს შესაძლებლობას, საბჭოს მოსამართლე წევრები სამართლიანი პროცესის შედეგად შეირჩნენ.

დღის ამბები