19 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება

30 აპრილს კახეთის რეგიონში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა. ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება.

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგად 201 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ხელისუფლების წარმომადგენლები სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

დღეის მდგომარეობით, სოფელ კაჭრეთში, 85 საცხოვრებელი სახლია გადახურული, მაისის ბოლომდე კი 201 სახლის გადახურვის სამუშაოები დასრულდება.

დღის ამბები