20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ისრაელში პირველი ივნისიდან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება

167 მილიონს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. თუ ინდოეთის დედაქალაქში მიმდინარე კვირაში COVID -19-ის ახალი შემთხვევებს კლება დაფიქსირდება, შესაძლოა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დელიში შეზღუდვები მოხსნას.

დაწესებული რეგულაციების მოხსნას მომდევნო თვეში განიხილავს დიდი ბრიტანეთიც. ისრაელში კი პირველი ივნისიდან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გაუქმდება. გასულ დღე-ღამეში საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების 70 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო 7 თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ზომებს ამკაცრებს ბაჰრეინი, სადაც ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ნეპალიდან მოგზაურების შესვლა შეიზღუდება.

დღის ამბები