20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ოზურგეთში ფქვილის საწარმო "გურია ექსპრესის" თანამშრომელთა გაფიცვა უკვე 21 დღეა გრძელდება

ოზურგეთში ფქვილის საწარმო "გურია ექსპრესის" თანამშრომელთა გაფიცვა უკვე 21 დღეა გრძელდება. გაფიცულები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ.

დასაქმებულთა ინფორმაციით, თურქული კომპანიის მეპატრონეები დღეს გაფიცულებს უნდა შეხვედროდნენ და კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკებები უნდა დაეწყოთ. ამის ნაცვლად კი, გაფიცულების თქმით, კომპანიამ საწარმოში თურქეთის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქციის ერთჯერადად გატანას აპირებს.

აღნიშნულის დაშვებას პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქცია უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, დაიდგმება კარვები და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე კომპანია კომპრომისზე არ წამოვა.

თავად "გურია ექსპრესის" წარმომადგენლები, ჯერჯერობით, მედიასთან არ გამოჩენილან.

დღის ამბები