20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, გასული წლისგან განსხვავებით, წელს სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება

გასული წლისგან განსხვავებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შესაბამისი სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება.

რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა გამოფენებსა თუ პერფორმანსებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკაც, რომელიც საქართველოში "დელტას" მიერ არის წარმოებული. 

დედაქალაქის მთავარ გამზირზე  სადღესასწაულო ღონისძიებების რეპეტიცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თავისუფლეის მოედანზე და 5 სხვადასხვა რეგიონში 250-მდე რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს. 

თავისუფლების მოედანზე განთავსებულია 5 მონიტორი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადიცემა. ორგანიზატორების განცხადეით, ღონისძიება წელს ნაკლებად პომპეზური, თუმცა ეფექტური იქნება. 

"საქართველოს რესპუბლიკის არსებობის 1028 დღე" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ეროვნულ იბლიოთეკაში უკვე გაიხსნა. იქ წარმოდგენილია 1918 წლის ამსახველი მნიშნველოვანი ფოტო-საარქივო მასალა. 

ასევე ხვალინდელი ერთ-ერთი სიმბოლური ღონისძიება ეხება გენერალ კვინიტაძის გადასვენებას სამების საკათედრო ტაძარიდან მთაწმინდის პანთეონში.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმას, რომ სწორედ ამ დღეს მიაბარებენ ქართულ მიწას გენერლას, რომელიც 100 წლის შემდეგ გადმოასვენეს საქართველოში. 

დღის ამბები