20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
ვუჰანის ლაბორატორიის თანამშრომლები პანდემიის დაწყებამდე დაავადდნენ

აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლები, Covid -19-ით, ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაავადდნენ. ეს ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიას ამყარებს. 

კორონას პირველი აფეთქებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც კი არ არის ნათელი, თუ საიდან წარმოიშვა პირველად კორონავირუსი და როგორ დაინფიცირდა პირველი პირი მისგან.

პირველადი ცნობებით, ვირუსი ჩინეთის ცხოველთა ბაზრიდან წარმოიშვა და შემდეგ სწრაფად გავრცელდა. გაყინული ხორცით ან გარეული ცხოველებით გადაცემა ასევე განიხილება, როგორც ვირუსის სავარაუდო წარმოშობის წყარო.

თუმცა, კულუარულად გამუდმებით მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, რომ ვირუსი შეიძლებოდა ვუჰანის ლაბორატორიაში ავარიული შემთხვევის შედეგად გაჟონილიყო, რამაც შედეგად მსოფლიო პანდემია გამოიწვია.

ამჟამად, ამ თეორიაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა. აშშ – ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) სამი მკვლევარი, Covid-19– ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე - 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა (Wall Street Journal 23.05.2021).

დღის ამბები