21 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
"ჩვენი აზრით, სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც თმობს ინტერესებს კომპანიის სასარგებლოდ" - ლინა ღვინიანიძე ნამახვანჰესის პროექტზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, ისუტიციის სამინისტროს დასკვნით, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ირკვევა, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობის ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული შპს "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.

"ეს ხელშეკრულება როცა გახდა საჯარო 2 წლის თავზე, შეავაფასეთ და მთავარი დასკვნა ჩვენი აზრით იყო ის, რომ სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც თმობს სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენს საჯარო, სახალხო ინტერესებს კომპანიის სასარგებლოდ. 

ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს," სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას," მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, სწორედ ეს არის მთავარი შეჯამება იუსტიციის სამინისტროს დასკვნის, რომელიც ოფიციალურად დღემდე დახურულია.

მთავრობამ იცოდა სამართლებრივი რისკების თაობაზე, რომელიც ამ ხელშეკრულებაშია და ეს შენიშვნები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აქვს წარდგენილი და მას იუსტიციის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე, ახლა პარლამენტის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აწერს ხელს, სწორედ ამ რისკებზე უთითებდა და ეს რისკები უკვე ხელშეკრულების ნაწილია,"- განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

დღის ამბები