16 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
რეალურად, ოპოზიცია უკვე კრიზისშია, ამიტომ ჩავლენ პატრონებთან და დაიწყებენ მოლაპარაკებებს - გურამ მაჭარაშვილი გვარამია-მელიას უცხოეთში ვიზიტზე

"ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია კრიზისშია და ამიტომ "ჩადიან პატრონებთან მოსალაპარაკებლად".

მისი განმარტებით, ოპოზიციაში ყველა ლიდერობას ცდილობს და ახლა უნდათ, რომ კეზერაშვილს მეტი ფული გამოართვან აქციებისთვის და რადიკალიზმისთვის.

"რეალურად, ოპოზიცია უკვე კრიზისშია, ამიტომ ჩავლენ პატრონებთან და დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ყველა ცდილობს თვითონ ილიდეროს, თვითონ ეკეკლუცოს თავიანთ პატრონებს. ამიტომ არის გვარამია-მელიაზე ინფორმაცია, რომ წავიდნენ უცხოეთში. თუ წავიდნენ, მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ იქ ვიღაცას ეკეკლუცონ და პარტნიორებს მეტი ფული გამოართვან. ჩვენ ვიცით, რომ კეზერაშვილი ოფიციალურად აცხადებდა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. კეზერაშვილი ამ შემთხვევაში არის ფულის ყულაბა და სად უნდა წასულიყვნენ, აქციებისთვის და რადიკალიზმისთვის ფული სჭირდებათ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები