103 წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - უკვე ერთი საათია, თბილისსა და 5 სხვადასხვა რეგიონში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ფიცი დადო 247-მა ახალწვეულმა.
მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და პოლონეთის პირველმა პირმა, რომელიც საქართველოში, სპეციალურად, დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა.
თავისუფლების მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. საქართველოში იმყოფებიან სხვა უცხოელი სტუმრებიც, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
პანდემიის გამო, მეორე წელია, ღონისძიებები არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც, ტრადიციულად, წინა წლებში.
დღესვე, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართულ მიწაზე, მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. სწორედ მისი სამხედრო დამსახურებების შესახებ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებაზე ხშირად ისმოდა.