18 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
"ციხეში არ ჩავჯდები" - ბელარუსში აქციებში მონაწილეობისთვის ბრალდებულმა 18 წლის ბიჭმა დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა

ბელარუსში მასობრივ არეულობებში მონაწილეობისთვის ბრალდებულმა, 18 წლის დიმიტრი სტრახოვსკიმ თავი მოიკლა. მან გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც საკუთარ სიკვდილში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს ადანაშაულებს. წერილში დიმიტრი წერს, რომ თვითმკვლელობა არ არის პრობლემების გადაჭრის  სწორი გზა და რომ ეს "საშინელი არჩევანია."

No description available.

გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ დიმიტრი მართლაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, თუმცა, უკანონო არაფერი ჩაუდენია.

"ის რამდენჯერმე იყო აქციებზე. არაფერი დაუშავებია, თუმცა, როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ საქმე მაინც აღძრეს. არ უნდოდა ციხეში მოხვედრა. თავიდან, გვეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ეს ასე არ იყო,"- ამბობს დიმიტრის მეგობარი belsat-თან საუბრისას. 

მისივე სიტყვებით, 25 მაისს, დაკითხვის შემდეგ დიმიტრი 16 სართულიანი სახლისკენ გაემართა და იქედან მისწერა მეგობრებს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, რადგან ძალიან ეშინოდა. 

 წყარო: belsat

 

დღის ამბები