18 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
ხმაურია ამ წუთებში გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისიდან დღეს ჩავიდნენ - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისიდან დღეს ჩავიდნენ, ხმაურია. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში იმ ტერიტორიასთან დგანან, სადაც რამდენიმე ხნის წინ სამართალდამცავებმა რკინის ჯებირი აღმართეს. სწორედ ამ რკინის ჯებირის აღმართვას აპროტესტებენ ახლა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები. აქციის მონაწილეები რკინის კედელზე ხელებს უბრახუნებენ და ხმაურს იწვევენ. 

​ადგილზე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული.

როგორც "რუსთავი 2"-თან საპროტესტო ტალღის ლიდერმა ვარლამ გილეთიანმა განაცხადა, ისინი ჯებირების აღმართვის გამო პროტესტს და ადგილზე ხმაურს არ გააჩერებენ, ვიდრე, ადგილზე რკინის კედელი იქნება აღმართული. 

ვარლამ გოლეთიანის თქმითვე, ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა კომპანია "ენკამ" სამუშაოების საწამოებლად ტექნიკის გადაადგილება განახორციელოს, კარავი გაიშლება და იქაც გაგრძელდება აქტიური პროტესტი. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უცვლელია და ისინი პირველ რიგში ჰესის მშენებლობის პროექტზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა თქმით, გაშლიან კარვებს რამდენიმე ლოკაციაზე და ისინი კომპანიის წარმომადგენელ არცერთ მანქანას გუმათში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ, თუმცა არ შეუზღუდავენ გადაადგილების საშუალებას მოსახლეობას. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში მართავდნენ, დედაქალაქიდან კვლავ ხეობისკენ კი დღეს გაემგზავრნენ და აქტიური პროტესტის გაგრძელებას კვლავ გუმათში აპირებენ.

დღის ამბები