22 მაისი 2024,   16:08
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა - თავდასხმა კალიფორნიის შტატში, სან-ხოსეში სატრანსპორტო კომპანიაში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი თანამშრომლების მიმართულებით გახსნა, დაღუპულთა შორისაა თავდამსხმელიც.

ადგილზე გამნაღმველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ. თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და დროშების დაშვების ბრძანება გასცა.

ჯო ბაიდენმა კონგრესს იარაღის კონტროლის საკითხზე მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები