გუმათში განლაგებულ რკინის ჯებირებთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას აქციის 8 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ "კურიერთან" სახალხო დამცველის ადგილობრივმა წარმომადგენელმა მადონა ბასილაძემ განაცხადა. აქციის მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
შეგახენებთ, თბილისიდან რიონის ხეობაში დაბრუნებული აქტივისტებს ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე, გუმათთან კვლავ რკინის ჯებირები დახვდათ აღმართული, ისინი უკვე მეორე დღეა ჯებირებთან საპროტესტი აქციას მართავენ და რკინის კონსტრუქციაზე ხმაურის გამოწვევით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას. როგორც აქტივისტები აცხადებენ დღეს მათ ჯებირის მეორე მხარეზე გადასვლა მშვიდობიანი გზით სცადეს, თუმცა პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა და რამდენიმე მათგანი დააკავა.