19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
ვაქცინის გაკეთების შემდეგ ამერიკელმა ქალმა 1 მილიონი დოლარი მოიგო

ოჰაიოს შტატის მაცხოვრებელი 22 წლის ები ბაჯინსკი გახდა პირველი გამარჯვებული Vax-a-Million lottery-სა, რომელიც ვაქცინაციის წახალისების მიზნით სახელმწიფო დააწესა. ამის შესახებ NBC წერს.

ბაჯინსკი, რომელიც 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა, ჯერ კიდევ გათამაშების  დაწესებამდე აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაციის მიზანი მეგობრების და ახლობლების დაცვა იყო.

მოგების შესახებ მას ოჰაიოს გუბერნატორმა ამცნო.

ები ბაჯინსკიმ ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს ფულს, თუმცა ამბობს, რომ ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს, ნაწილით ახალ მანქანას იყიდის, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა, დანარჩენს კი სავარაუდოდ ინვესტიციაში ჩადებს.

Vax-a-Million lottery-ის გათამაშება ოჰაიოს შტატმა მასობრივი ვაქცინაციის წახალისების მიზნით წამოიწყო. გათამაშებაში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული. გამარჯვებული ყოველ კვირას გამოვლინდება.

დღის ამბები