19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს 2 მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მათ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს 2 მოქალაქეს, რომელიც ინდური შტამით დაინფიცირდა, ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და არც ერთი მათგანის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა. 

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას 14 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. ეს ხდება ყველა შემთხვევაში და არ აქვს მნიშვნელობა ამ პირებს გაკეთებული აქვთ თუ არა ვაქცინაცია 2-ჯერ. 

"ინდური შტამის დადგენა ლუგარის ლაბორატორიაში ხდება. ორი მოქალაქე, რომლებსაც ინდური შტამი დაუფიქსირდათ და ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, მათ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ. არც ერთ მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა პრაქტიკულად შეზღუდული გვაქვს და ინდოეთიდან ჩამოსულ პირებს 14 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, 2-ჯერ აცრილი რომ იყვნენ ისინი, მაინც,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ "კურიერი" ინდოეთში საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა, მათ თქვეს, რომ ინდოეთშიც კი ჭირს ტესტების გაკეთება და იქ ბევრი მოქალაქე სარგებლობს გაყალბებული ცნობით, სადაც წერია, თითქოს მას კორონავირუსი არ აქვს.

ამას აკეთებენ განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც სამოგზაუროდ ემზადებიან. დაახლოებით 700 რუპია ღირს გაყალბებული ცნობა დელიში - ეს კი, დაახლოებით, 10 დოლარია. 

 

დღის ამბები