ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში ინდურ შტამზე და იმ ხერხებზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები სახელმწიფოში ინდური შტამის შემოსვლისგან თავის ასაცილებლად მიმართავენ.
"დღეს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში 1 ივნისიდან იხსნება საზღვრები და ევროკავშირი თავისუფალი გადაადგილების აღდგენას ცდილობს, ქვეყანა სიამოვნებით მიიღებს სტუმრებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაგრამ ამ მომენტისათვის კიდევ არ მიიღებენ სტუმრებს ინგლისიდან, რადგან ინგლისში ახლა არის გავრცელებული ინდური შტამი, ანუ ირლანდიამ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილია, უარი თქვა, რომ ინგლისიდან შემოუშვას სტუმრები.
მაგალითად, გერმანიამ და ავსტრიამ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან ისინი აღარ ღებულობენ ვიზიტორებს გაერთიანებული სამეფოდან ინდური შტამის გამო, ხოლო საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ მიიღებს ვიზიტორებს გაერთიანებული სამეფოდან ან იმ ქვეყნებიდან, სადაც ინდური შტამია, მაგრამ ისინი უნდა იმყოფებოდნენ 10 დღიან კარანტინში.
ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი მაღალია, ვაქცინირებულთა რაოდენობა გაზრდილია, ისინი ფრთხილობენ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე ხალხი შემოუშვან იმ ქვეყნებიდან, სადაც ინდური შტამია დაფიქსირებული და დღეისათვის ასეთია 61 ქვეყანა," - აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში.