18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში რაინეარის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ სოჭში რაინეარის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე რომელიც ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ლუკაშენკომ დასავლეთის ქმედებები მინსკში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან თავის რუს კოლეგასთან შეხვედრაზე მიიტანა დოკუმენტები, რომლებიც მისი თქმით, გაარკვევს სიტუაციას რაინეარის თვითმფრინავის დასმასთან დაკავშირებით.

პუტინმა კი 2013 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რა დროსაც ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის თვითმფრინავი ვენაში შემოწმებისთვის დასვეს, პრეზიდენტი კი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, რასაც სკანდალი არ მოჰყოლია.

დღის ამბები