19 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
მეუფე სტეფანე შარზეა, უნდა რომ თვითონ გაანიავოს აქაურობა, იქით შევუყვან აუდიტს, მარნის ღვინო განიავებული აქვს - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში  

ჭყონდიდელი სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს ეპარქიის ქონების განიავებაში ადანაშაულებენ. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ წყლის ქარხანა, რომელიც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დროს ფუნქციონირებდა, გაიყიდა, მათივე თქმით, პრობლემებია სკოლაშიც.

განკვეთის მოლოდინში მყოფი, სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია გვილავა ამბობს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე "შარზეა" რადგან, ქონების განიავება და ხელში ჩაგდება სურს.    

"მას ყველაფერი ნანახი აქვს და იცის, რომ ყველაფერი ადგილზეა. უბრალოდ შარზეა, უნდა რომ თვითონ განკარგოს და გაანიავოს აქაურობა, მე იქით შევუყვან აუდიტს მეუფე გრიგოლს და სტრეფანეს, იმიტომ რომ მარნის ღვინო, რომელიც ძვირადღირებულია განიავებული აქვს. 

ჩემი განკვეთა მისი პრეროგატივა არ არის. ამაზე უნდა შეიკრიბოს სინოდი და მინიმუმ 12 მღვდელმთავარი უნდა იყოს ერთ აზრზე, ერთპიროვნულად ვერაფერს გადაწყვეტს,"- აღნიშნა გვილავამ.

სასულიერი პირების საპასუხოდ მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ ის მამა დანიელისგან სალხინოს მამათა მონასტრის ქონების გასაღებების ჩაბარებას მოითხოვს, რის შემდეგაც საქმეში აუდიტს ჩართავს.

მან ასევე ისაუბრა სკოლაში არსებულ სიტუაციაზე და თქვა, რომ მამა დანიელის დისშვილი, რომელიც სკოლაში ფინანსურ სამსახურში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა, მათ შორის, შინაგანაწესი დარღვევის გამო.

დღის ამბები