19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ზუგდიდში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები თემატური მოკვლევის "სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე" ფარგლებში 2021 წლის 29-30 მაისს, ზუგდიდში გასვლით სამუშაო შეხვედრას ატარებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ქარსაფარი ზოლის დათვალიერება და ამ საკითხზე კომიტეტის მიერ ინიციირებული კანონის პროექტის ადგილობრივი ფერმერებისთვის გაცნობა, ასევე, წარმატებული კოოპერატივების საწარმოო პროცესის დათვალიერება და კომიტეტის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგების გაცნობა კოოპერატივის წარმომადგენლებისთვის.

"მათი მხრიდან მოვისმინეთ,, რა რეალურ საჭიროებებს ხედავენ ისინი აგრარულ სექტორში. სამწუხაროდ ხანძრებმა გაანადგურა მათი მიწების დიდი ნაწილი და ერთ ერთი მტკივნეული საკითხი სწორედ ეს იყო. თუმცა, ზოგად პრობლემაზე უფრო მეტად გავამახვილეთ ყურადღება, ეს არის სახელმწიფო მიწების ეფექტურად გამოყენება, ტექნიკის არარსებობა და გარკვეულწილად, ის პროგრამები, რომლებიც რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს," - ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

დღის ამბები