19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
აქცია სემეკთან - "ლეიბორისტული პარტია" გაზის ტარიფის ზრდას აპროტესტებს

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან აქცია პერფორმანსი გამართეს. სემეკის შენობაზე მათ სიმბოლურად გაზის ქვითრები გააკრეს და ამ ფორმით გაზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს.

"მოვითხოვთ, რომ როგორც მიიღო სემეკმა 27 მაისს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც გაძვირდა გაზის ტარიფი, გაბათილდეს ეს აქტი გასაჯაროვდეს ყველა ის გასაიდუმლოებული კონტრაქტი და ფინანსური დოკუმენტაცია, რომელსაც ადევს გრიფით საიდუმლო და ხელმძღვანელობენ ფასწარმოქმნის პროცესში,"- აღნიშნავს "ლეიბორისტული პარტიის" ახლგაზრდული ფრთის წარმომადგენელი მიხეილ ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კუბურ მეტრში თბილისის მოსახლეობას 8 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. ახალი ტარიფი დღეიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დღის ამბები