19 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
ყველას, ვინც არის უფლებამოსილი აწარმოოს მონიტორინგი, უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა - მაია ქურციკიძე ნინოწმინდის პანსიონზე

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატისა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.

"ბავშვი არ უნდა იყოს ბავშვთა სახლში, ეს ცალსახაა, ბავშვი უნდა იყოს ოჯახში და ოჯახურ გარემოში  და რასაკვირველია, თუ ისინი არიან ჯერ კიდევ ბავშვთა სახლებში და ესეთი სახლები არსებობს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაქვემდებარების ქვეშ, უნდა ხდებოდეს ბავშვთა უფლებების მონიტორინგი ამ დაწესებულებებში და ყველას, ვინც არის უფლებამოსილი კანონმდებლობით, რომ აწარმოოს ასეთი მონიტორინგი, რასაკვირველია, უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ როგორც სახალხო დამცველთან, ასევე რელიგიურ ლიდერებთანაც,“ - აცხადებს მაია ქურციკიძე.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდეს სპეციალური სამსახური და შეისწავლოს არსებული მდგომარეობა - მაია ქურციკიძე ამბობს, რომ მათ მონიტორინგის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

"მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონიტორინგი განახორციელონ იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს და მათ შორის ამ კონკრეტულ დაწესებულებაში. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ,“ - აცხადებს მაია ქურციკიძე.

 

 

 

 

დღის ამბები