19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების და პოზიტიური მშობლობის კვირეული გაიხსნა

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. COVID პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო, პატარებისთვის ეს დღე საქართველში განსხვავებულად აღინიშნა.

დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების და პოზიტიური მშობლობის კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია მშობლებისა და ოჯახებისთვის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობაზე და სტრატეგიაზე.

დღეს ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. თარიღის აღსანიშნად სლოვაკეთის საელჩოს დახმარებით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ახალი ადაპტირებული სათამაშო მოედანიც გაიხსნა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს ანსამბლმა "ერისიონმა" უმასპინძლა და ბავშვებისთვის კონცერტი გამართა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1950 წლიდან დღემდე ყოველწლიურად 1 ივნისს აღნიშნავენ.

დღის ამბები