სოფელ საყულიაში, სადაც რამდენიმე ხნის წინ ერთი პირი დააკავეს, სპეცრაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა - ამის შესახებ "კურიერს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, დაპირისპირების შედეგად დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსახლეობის ინფორმაციით, დაპირისპირებისა და ერთი პირის დაკავების მიზეზი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა გახდა.
"სასაფლაოს გამკეთებელ ბიჭებს დაესხნენ თავს, ზოგი დაჭრეს, ზოგი სცემეს, ზოგი დააპატიმრეს და წაიყვანეს უდანაშაულოდ, არანაირი დანაშაული არცერთს არ მიუძღვის. ამაზე მთელი სოფელი აღვსდგებით და რეაგირება გვექნება. მათგან ერთ-ერთი ნამახვანში იყო ნამყოფი და იმის გამო მოხდა, რადგან აქციაში მიიღო მონაწილეობა, თავზე დაადგნენ,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.