გერმანელმა მომღერალმა და ბენდ Rammstein-ის სოლისტმა, ტილ ლინდემანმა, ახალი სიმღერა, "Ich hasse Kinder" ("მე მძულს ბავშვები") გამოუშვა. ინფორმაციას Blabbermouth ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სიმღერის პრემიერა 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს შედგა.
კომპოზიციაზე სერგეი გრეიმ იმუშავა.
მოსკოვში გადაღებულ ვიდეოში საბჭოთა სიმბოლიკა, "პიონერის ფორმაში" გამოწყობილი სკოლის მოსწავლეები, წითელი მოედანი და ლენინის ბიუსტი ჩანს.