საქართველო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგეს. ინდური შტამის საფრთხე ე.წ. სამხრეთ აფრიკულმა ვარიანტმა ჩაანაცვლა. ლუგარის ლაბორატორიამ დღეს B1 351-ის ერთი ფაქტი გამოავლინა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში დუბაიდან შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ კონტაქტები მოძიებულია და ისინი იზოლაციაში არიან.
ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი - B1 351 ვირუსის სხვა ფორებისგან განსხვავებით, 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, უფრო იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. სპეციალისტები განსაკუთებით იმ საშიშროებაზე საუბრობენ, როდესაც ვირუსის რამდენიმე მუტაცია ერთდროულად ცირკულირებს ქვეყანაში. გამოსავალს კი, რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაში ხედავენ.
ახალი მუტირებული შტამების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ თუ ადრე მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებს უფრო რთულად გადაჰქონდათ ვირუსი, ახლა ეს პროცესი გაახალგაზრდავდა. ინფექცია საზიანოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერ სტაბილურია. ინდიკატორი, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს, შემცირებულია.