19 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
თანამედროვე საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდი მემატიანე - "რუსთავი 2"-ის 27 წლიანი ისტორია

"რუსთავი 2"-ის 27 წლიანი ისტორია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში. 27 წელი მუდამ ეპიცენტრში. პატარა ოთახში ორი ადამიანის იდეით დაწყებული ტელევიზია, რომელიც მალე ნაციონალური მაუწყებელი გახდა. ყველა თავდასხმა, ყველა მუქარა, არხის გათიშვა, ტელევიზიისთვის ნასროლი ე.წ. მუხაც კი, მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ "რუსთავი 2" სიმართლეს ასახავდა. სწორედ ეს იყო მისი სიძლიერე და მისი გავლენის წყაროც. რა თქმა უნდა იყო შეცდომები.

დღემდე ტელევიზიაში მომუშავე თითოეულ ადამიანთან ერთად "რუსთავი 2"-ის მთავარი სიძლიერე მაყურებელია, რომელიც ეკრანს მიღმაა. პირველ ივნისს პირველობისთვის დაბადებული დღესაც პირველობისთვის იბრძვის.

აქ ყველამ კარგად იცის, რომ სულ პატარა საქმესაც რომ აკეთებდე, მაინც მთლიანობის ნაწილი ხდები. არხი, რომელიც გამარჯვებისთვის არის დაბადებული და ქვეყანაში პროფესიონალიზმის სიმბოლო გახდა, არსებობის 27 წლის შემდეგ ისტორიის ახალ ფურცელს  იმ ადამიანებთან ერთად წერს, ვისთვისაც "რუსთავი 2" მხოლოდ სამსახური არ არის, ბევრად მეტია. იბრძვის იმ რუსთავიორელებთან ერთად, ვინც სულ პირველი ეთერიდან დღემდე, უკვე 27-ე წელია დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ერთ პატარა ოთახში დაწყებული ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

 

დღის ამბები