"რუსთავი 2-ის" ეთერში ყველაზე ცნობილი კვირის ანალიტიკური გადაცემა P.S.-ი ბრუნდება."რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და P.S.-ის წამყვანი გურამ როგავა გადაცემის ფორმატზე საუბრობს.
"P.S.-ი იქნება ძალიან განსხვავებული ფორმატით სტუდიურად თუნდაც, ვიდრე შინაარსზე გადავალ. იქნება სტუდია, რომელიც ვფიქრობ ქართულ სატელევიზიო სიცრცეში რაღაც ახალ სიტყვას იტყვის. რამდენიმე ლოკაცია გვექნება და ერთი ყველაზე მთავარი ლოკაცია ეს არის ხალხი, ჩვენ დავუთმობთ დარბაზს. ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხალხი უფრო მეტად ჩავრთოთ გადაცემის შინარსის დაგეგმვაში, გვიკარნახებს მაყურებელი.
P.S.-ი არის ტრადიცია, რომელიც შექმნეს არამხოლოდ იმ გუნდმა და სახეებმა, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდნენ, ეს არის ტრადიცია, რომელსაც ჰყავს გულშემატკივარი. ასევე გვეყოლებიან სტუმრად ის ადამიანები, ვისთაანც ჩვენ ჩავალთ და მოვამზადებთ რეპორტაჟებს," - განაცხადა გურამ როგავამ "ღამის კურიერის" ეთერში.