"რუსთავი 2-ის" ეთერში ყველაზე ცნობილი კვირის ანალიტიკური გადაცემა P.S.-ი ბრუნდება.
P.S. -ის ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია P.S.-ში მომზადდეს ნამდვილი ამბები და არ მოხდეს ფაქტების ინტერპრეტაცია.
"უნდა გაკეთდეს ხალხის ენაზე ყველაფერი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებელს სწორი კონტექსტი უნდა მივცეთ. არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ამბები და ამ ამბების ღრმა ანალიზი ისტორიულ ჭრილში. ყველა ამბავი ერთმანეთთან არის კავშირში წარსულთან. საკუთარ თავს ამ გადაცემაში ვხედავ დაახლოებით ასე.
ასევე P.S.-ს ვხედავ როგორც ექსკლუზიურ გადაცემას, ყოველთვის ექსკლუზიური თემით. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ორიგინალური ხედვა და რაც მთავარია არ იყოს ინტერპრეტაცია, უნდა მოხდეს ნამდვილი ამბის მიტანა სხვადასხვა კუთხით და ენით," - აღნიშნა თომა ჩაგელიშვილმა.