19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
P.S. იყო ყველაზე პოპულარული პროექტი ტელევიზიაში და ნებისმიერი ჟურნალისტი ინატრებდა ასეთ პროექტში მუშაობას - დავით ნიკურაძე

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სახეცვლილი და "რუსთავი 2"-ის ეთერში დაბრუნებულ გადაცემა P.S.-ზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"P.S. ყოველთვის იყო სიახლე. რუსთავი 2 ყოველთვის იყო ის ტელეკომპანია, რომელიც ამ სფეროში მუდამ ამკვიდრებდა რაღაც განსხვავებულს, რაღაც ახალს და ერთ-ერთი ასეთი სიახლე იყო P.S., რომელიც "რუსთავი 2"-მა შესთავაზა მაყურებელს.

მე მახსოვს წლების წინ, საბურთალოზე იყო "რუსთავი 2"-ის რეკლამა. ერთ-ერთ ქუჩაზე იყო დიდი ბანერი, სადაც ჩანდა მატარებელი, რომელსაც ჰქონდა "რუსთავი 2"-ის ლოგო, ეს მატარებელი თოვლში მიდიოდა და ეწერა "გზის გამკვალავი მუდამ ერთია". დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ აბსოლუტურად უტყუარი აზრი იყო ჩადებული ამაში.

წლების წინ, როდესაც მომეცა P.S.-ში მუშაობის შესაძლებლობა, მაშინვე გავაცნობიერე პასუხისმგებლობა. ეს იყო ყველა პოპულარული პროექტი ტელევიზიაში და ნებისმიერი ჟურნალისტი ინატრებდა ასეთ პროექტში მუშაობას. როდესაც მთელი კვირა მუშაობ ერთ რეპორტაჟზე, იქ ყველაფერი უნაკლო უნდა იყოს. გარდა ამისა, მაყურებელიც გაკისრებს ერთგვარ პასუხისმგებლობას, როდესაც კვირა საღამოს გითმობ მე შენ, რა თქმა უნდა, გაკისრებ პასუხისმგებლობას და მე უნდა ვნახო საუკეთესო პროექტი. პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ ვიგრძენი, როდესაც პირველად გავაკეთე რეპორტაჟი  P.S.-ში, ზუსტად ახლა ვიგრძენი ამ შემოთავაზების დროს, რომ  P.S.-ში გამეგრძელებინა მუშაობა," - განაცხადა დავით ნიკურაძემ.

 

დღის ამბები