19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
როგორ მოქმედებს COVID-19 გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებზე ​- გადაცემა "ექიმების" წამყვანი, ქარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი

როგორ მოქმედებს COVID-19 გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებზე - "რუსთავი 2"-ის განახლებული გადაცემის "ექიმების" ერთ-ერთი წამყვანის, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილის თქმით, ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია აცრა კოვიდის წინააღმდეგ, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

"გულსისხლძარღვთა სისტემაზე კონკრეტულად კორონავირუსით გამოწვეული დაავადება ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ის მხოლოდ ფილტვების დაზიანებით არ გამოიხატება. ძალიან მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებმა ვაქცინაციას მიმართონ, რადგან ისინი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ და ეს ადამიანები არიან დასაცავი და მათ დასაცავად ერთადერთი საშუალება, რაც გაგვაჩნია არის ვაქცინაცია.

ამ ადამიანებთან უფრო სერიოზულია გართულებები და ლეტალური შემთხვევები მეტად ახასიათებთ ხოლმე," - აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები