"რუსთავი 2"-ზე ახალი სეზონიდან "ემის" მფლობელი პროექტი - "90-60-90-ზე" დაიწყება. ტელეკომპანიამ ის CBS-ისგან იყიდა.
როგორც "რუსთავი 2"-ის მმართველი დირექტორი თამარ ფხაკაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, გადაცემა სტერეოტიპებს დაამსხვრევს, სადაც ქალები საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ და იმსჯელებენ.
"ქალები ილაპარაკებენ საზოგადოების პრობლემებზე. ძალიან საინტერესოა ქალის თვალიდან დანახული ის პრობლემები, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებაში არსებობს.
მგონია, რომ დღევანდელი სამყარო მაინც ჰყოფს ქალსა და კაცს თავისი მსოფლმხედელობით და ჩვენი გადაცემის ეს ფორმატი მგონია, რომ იქნება სწორედ გამაერთიანებელი. ეს არ იქნება გადაცემა ქალების, ქალების პრობლემებზე, ეს იქნება გადაცემა ყველას პრობლემებზე. ეს იქნება სოციალურ თემებზე აწყობილი, საკმაოდ სერიოზული გადაცემა, ის გადაცემა, რაზეც ქართული საზოგადოება ყოველდღე მსჯელობს," - აღნიშნა თამარ ფხაკაძემ.