თბილისის რამდენიმე რაიონს 3 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, გამრეკელის, თოფურიას და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III და IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრვ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრვ), კოსტავას, ბარნოვის, თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.