09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
იაცენუკის "სახალხო ფრონტმა" პოროშენკოს პარტიას გაასწრო

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ - ამ დროისთვის ბიულეტენების 30 პროცენტია დათვლილი და ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პრემიერმინისტრის არსენ იაცენუკის სახალხო ფრონტმა მოაგროვა. 

მინიმალური სხვაობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი.

არჩევნებში 29 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა. თუმცა პარლამენტში, სავარაუდოდ, მხოლოდ 7 პარტია მოხვდება, მათ შორის იულია ტიმოშენკოს ”ბატკივშჩინა”, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მოაგროვა. დღეიდან გამარჯვებული პარტიები კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს იწყებენ.

დღის ამბები