პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით უწყებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თავდაპირველად დააკავეს გიგა მაქარაშვილი, რამდენიმე ხანში კი კიდევ 5 პირი. დაკავებულთა შორის არიან ნიკა ფარულავა, ტიტე გედენიძე, ზუკა ბერძენიშვილი, პაატა ხარატიშვილი, თამთა გოგუაძე, შუშანა მაცაბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით მხოლოდ 3 პირის დაკავებას ადასტურებს.