ქობულეთში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ძლიერი ღელვის გამო ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო.
ამ წუთებში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 20-მდე მაშველი, 4 მყვინთავი, კატარღა. ასევე, ტერიტორიას დრონის საშუალებით ათვალიერებენ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.