საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 349 098 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1201 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 333 505 გახდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4910-ია.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში 18 288 კვლევა ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8505, PCR ტესტით - 9783.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2.76%, ბოლო 14 დღის - 2.92%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2.99% ფიქსირდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ - 172 216 პირია აცრილი. დღიურად აცრილია 4884 ადამიანი.