19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ივლისიდან დღეში 20-25 000 აცრა გაკეთდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის თვიდან ქვეყანაში ყოველდღიურად 20-25 ათასი აცრა უნდა გაკეთდეს. 

მისივე განმარტებით, ვაქცინების შესაბამისი მარაგები ქვეყნისთვის უკვე გარანტირებულია. 

"თუ დღეს ჩვენ ივნისში ყოველდღიურად 5800-6000 ვაქცინას ვაკეთებთ ქვეყნის მასშტაბით, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს, დაახლოებით, 20-დან 25 000-მდე. ამისთვის შესაბამისი მარაგები, დიდი ალბათობით, გარანტირებულია ქვეყნისთვის და ამიტომაც, ამავე დროს, ძალიან აუცილებელი ამოცანა შევასრულოთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები