19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
თბილისში 7 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რაიონს შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს სხვადასხვა სამუშაოს გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
ვაკის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ზემო ვაკის, ჯაფარიძის, ქობულეთის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
ნაძალადევის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლაითურის, ჟღენტის, გეგუთის, ასურეთის, კურსების, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგის, დარკვეთის, მირხაანის, ბუგეულის, კიშინიოვის, წერონისის, ლუბოვსკის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.
 
გლდანის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, მონპერეს, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
 
სამგორის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და შტემბერგის ქუჩის მოსახლეობას.
 
 
დღის ამბები