02 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები