28 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება

ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან საჯარო მოხელის შეურაცხყოფა პატიმრობით დაისჯება. შესაბამის კანონს ხელი ალექსანდრ ლუკაშენკომ მოაწერა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 4-წლიანი პატიმრობით დაისჯებიან ადამიანები, რომლებიც "სახელმწიფოს დისკრედიტაციისთვის ყალბ ინფორმაციას" გაავრცელებენ.

მკაცრდება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საპროტესტო სიმბოლიკის გამოყენებაზე დაწესებული სასჯელის ფორმებიც.

ახალი კანონით, საპროტესტო აქციაში ორჯერ მონაწილეობისთვის პირს თავისუფლებას 3 წლით აღუკვეთენ. აქამდე სასჯელი დროებით იზოლატორში მოთავსებას ან ჯარიმას ითვალისწინებდა. 

დღის ამბები