დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Sinovac-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.
მათივე ცნობით, 14 ივნისიდან კვლავ განახლდება სინოვაკის როგორც პირველი, ისე მეორე დოზებზე რეგისტრაცია.
მათივე ინფორმაციით, Sinovac-ის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.
"Sinovac-ის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.
1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Sinovac-ის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.
საქართველოში Sinovac-ის 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.