25 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
სასამართლო ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იმართება. პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. 

სამ ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციი შედეგად დაკავებული 13 მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. ოჯახის წევრები და ადვოკატები მათ უდანაშაულობაზე საუბრობენ

პროცესის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა ბესიკ ქარცივაძემ, ის არის მეხუთე ადვოკატი, რომელიც  მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიგა მჟავიას ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს. 

ადვოკატის თქმით, მაჟავია დასაქმებული იყო ერთ-ერთ მეწილესთან, მან შესაბამისი ანაზღაურება ვერ მიიღო და დახმარების მიზნით მეგობრებს მიმართა. იყვნენ თუ არა მის მეგობრებს შორის ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, ამას ადვოკატი არ აზუსტებს, თუმცა განმარტავს, რომ ამ დეტალის დადგენისას არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, პროკურატურა 13-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. არ არსებობს მათი მიმალვის და მტკიცებულებების საფრთხე. ადვოკატების თქმითვე, უკიდურეს შემთხვეში, მზად არიან გირაოს გადასახდელად. 

 

დღის ამბები