"ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 პირი კლინიკაში რჩება.
არასრულწლოვნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ის ახლა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. რაც შეეხება დედას, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
დანარჩენი დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა კი დილიდან უცვლელია და სტაბიურია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ მიზეზი, რის გამო მოხდა ავარია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.
ავტორი: ნინი ფუტკარაძე