28 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
"გვამებს ანაწევრებდა და ბეტონს ასხამდა" - მექსიკაში სერიული მკვლელის სახლში 17 მსხვერპლის ფრაგმენტები იპოვეს

მექსიკაში სერიული მკვლელის სახლში გამომძიებლებმა 17 მსხვერპლის ძვლის ფრაგმენტი იპოვეს. ექსპერტიზის შედეგებმა ეს ფაქტი უკვე დაადასტურა.

მექსიკის საგამოძიებო უწყების ცნობით, შესაძლოა მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ საცხოვრებელი სახლის სხვა ოთახების იატაკქვეშ სხვა გვამებია დამარხული.

მექსიკის პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილი სახელად ანდრე, გვამებს ანაწევრებდა, შემდეგ კი ბეტონს ასხამდა. 74 წლის სერიულ მკვლელს გამოძიება, სულ ცოტა ხნის წინ - 14 მაისს გაუჩინარებული 34 წლის ქალის მკვლელობასაც ედავება. მისი ბოლო მსხვერპლი პოლიციის ხელმძღვანელის ცოლი იყო.

დღის ამბები