საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაღაზია "დრაივი" დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სადღეღამისო სავაჭრო ობიექტიდან უცნობმა პირებმა მუქარის ძალით 1000 ლარზე მეტი თანხის წაღება შეძლეს.
შემთხვევა სოფელ კაკაბეთში გუშინ ღამით მოხდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.